პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას გიგი უგულავამ პეტრე ცაავას განცხადებებს სიბნელის ამბოხი, თავად პეტრეს კი შავრაზმელი უწოდა.
გიგი უგულავა ამბობს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებში ივანიშვილის ხელი ურევია, რომელიც ცდილობს ახალი, მისთვის სასურველი პატრიარქი გაიყვანოს:
გიგი უგულავა თვლის, რომ მის ნათქვამს განსაკუთრებული დადასტურება არ ჭირდება და ყველაფერი ისედაც ნათელია:
“ჯერ ეს ერთი, ვანო ჩხარტიშვილი რომ ამას აკეთებს ეს დაადასტურა მეუფე იაკობმა და შეგიძლიათ ის გამოკითხოთ. ის აუცილებლად ამეტყველდება. ტიპაჟიდან გამომდინარე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
მეორე – რამდენი ბიზნესსქემა ამოტივტივდა, სადაც ვანო ჩხარტიშვილია. ცოტა ხანში დააკვირდით: აეროპორტში აფათურებს ხელებს, ენერგეტიკაში აფათურებს ხელებს. ყველა მსხვილ გადალაგებაში არის ვანო ჩარტიშვილი
ჩემი ძვირფასი მეგობარი რიჟა ცოტა ხანში ნახავთ რა პარტიას დააფინანსებს. ყველა გადასარჩენი რაღაცეები თუ არის ან გასაყუჩებელი რაღაცეები რიჟა ყოველთვის საქმეშია.
გოგა ხაინდრავას და ლაშა ნაცვლიშვილს რაც შეეხება. ნაცვლიშვილი რომ ხელისუფლების მთლიანი პიარის და ყველა პროპაგანდისტული გამოცემის უკან დგას და მესიჯბოქსის მწერი რომ ლაშა ნაცვლიშვილია ახლა გაიგეთ? ეს არის რეალური სახე. ყველაზე უფრო დეგრადირებული ნაწილი ბიზნეს ელიტის თუ შემოქმედებითი ელიტის თუ პიარ ელიტის თუ ჟურნალისტების არის ივანიშვილის მოკავშირე„– ამბობს გიგი უგულავა.














