მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დავით გომართელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის უწყებაში 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს წამყვან პოზიციას იკავებდა.