მომიტინგეები ძალის გამოყენების შესახებ აქციაზე გააფრთხილეს – დიმიტრი ხუნდაძე

“რასაც ვადევნებდი თვალყურს, დაახლოებით, 22:00 საათისთვის იყო გაფრთხილება შს სამინისტროს მხიდან, რომ პოლიცია ადეკვატურ ძალას გამოიყენებდა და წესრიგს დაიცავდა. შემდეგ იყო ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცველები წესრიგს დაიცავდნენ“,- აცხადებს  “ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

“შემდეგ თუ სწორად მახსოვს, იყო წყლის ჭავლის გამოყენებამდე ხმოვანი სიგნალი, ანუ გაფრთილება იმის შესახებ, რომ გაზი იქნებოდა გამოყენებული. 20-21 ვნისის ღამეს პარლამენტზე შტურმი განხორციელდა, ამიტომ პოლიცია ვალდებული გახდა, დაეცვა კონსტიტუციური წესრიგი და აღეკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდლობა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.