მომიტინგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი.

მათი  თქმით, დღევანდელი აქცია მშვიდობიანი იქნება და  ასევე მშვიდობიანად მოხდება პარლამენტის პიკეტირება.

აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.მათი მიზანია, ხვალ დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

აქციის მონაწილეები კვლავ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მოითხოვენ.