„რა ფორმითაც გადავიდა, იმიტომაც გამოვიდა იმ ფორმით. გამოსვლილას ჯვარი ჰქონდა, ქუდი სწორად ეხურა?“ – მეუფე იაკობმა რამდენიმე კვირიანი დუმილი გადაცემა „იმედის კვირასთან“ დაარღვია და ექსკლუზიურ ინტერვიუში სინოდის სკანდალურ სხდომასა და ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტზე, მეუფე პეტრეზე ისაუბრა.
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს სინოდის სხდომაზე ფიზიკურად გაუსწორდა.
„მე მომიწია ხელით შეხება მაგაზე. იწევდა უწმინდესისკენ და ეს არ ვაპატიე. მაგას კი არა, ჯარიც რომ შემოვიდეს, იმასაც არ ვაპატიებ. მეუფე პეტრეს სულიერების აღარაფერი დარჩა და ფიზიკური შეხებით, რაღაცას მიხვდება.“ – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „იმედთან“ გადაცემა „იმედის კვირა“-ში განაცხადა.
შეგახსენებთ, სასულიერო პირებს შორის ვითარება წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ დაიძაბა, რაც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ილია მეორეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ამ დრომდე საუბრობდნენ, რომ 31 ოქტომბერს გამართულ სხომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რაც დღეს ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაადასტურა კიდეც.