ფშაველი–ომალოს გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო 3 აგვისტოს დაგეგმილი “თუშეთობა” აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
„3 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, დაგეგმილი იყო თუშეთის სოფ. ომალოში ტრადიციული ღონისძიების “თუში მეცხვარის დღის – თუშეთობის” ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ღონისძიება აღარ ჩატარდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს, გარდაცვლილთა ოჯახებს!”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე 27 ივლისს “კამაზის” მარკის ავტომანქანა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. ერთ მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.