„მონა ხარ ჩვეულებრივი, ბიძინას მონა! არ გავალთ დარბაზიდან და დაგვიჭირეთ“,- ასე მიმართეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მას შემდეგ, რაც მან სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც დაკავებულების უფლებადამცველებმა განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატიულობა არ აკმაყოფილებთ, რის გამოც გასაშუქებლად „მთავარი არხიც უნდა დაუშვან.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.