“მონაწილეობას არ მივიღებ დებატში, რომელიც გულს ატკენს პატრიარქს” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს იმ ტიპის დებატში, რომელიც „ეკლესიას ჩრდილს მიაყენებს და გულს ატკენს პატრიარქს“.

„გამოვიყენებ სიტყვას სისულელე, გული მტკივა, რომ მეუფისგან ასეთი რამ მოვისმინეთ. ამგვარი განცხადებები ეკლესიას ჩრდილს აყენებს და მე უარს ვამბობ იმ ტიპის დებატში, რომელიც ეკლესიას ჩრდილს მიაყენებს და გულს ატკენს პატრიარქს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

ცნობისთვის, მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც მისი თქმით, „ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე. მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.