მონაწილეობდა თუ არა ვერაზე მომხდარ დაჭრის ფაქტში გია კორკოტაშვილის შვილი – რას ამბობს კორკოტაშვილი

{{ARTICLEIMAGE}}
ვერაზე მომხდარ სროლის ფაქტზე ახალ დეტალებს “რუსთავი2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის ვაჟი მონაწილეობდა, თუმცა “ქართული მარშის” აქტივისტი ამბობს, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ მისი შვილი და ინციდენტის მონაწილე ერთმანეთს იცნობენ.

“ვაჟიკო და ზუკა მეგობრები არიან – თუ მონაწილეობდა, იქ უნდა ყოფილიყო და დააკავებდნენ – ისეთი დაძაბული ცხოვრება მაქვს, ეგეთი ჩხუბი ან რამე რომ მოსვლოდა, ეგეთ ამბებში საქმის კურსში არ მაყენებს. ბიჭობაც ყოფნის და ყველაფერი – საჩხუბარი თუა, იჩხუბოს და მოსაფერებელი თუა, მოეფეროს”,განუცხადა რუსთავი 2 -ს გია კორკოტაშვილმა. 

ორმხრივი სროლა ვერაზე: ახალი დეტალები