“მონებო”- ამ შეძახილებით ხვდებიან პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილი ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოში მიმავალ უმრავლესობის წევრებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. ისინი “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ახალგაზრდები 20 ივნისიდან მოყოლებული ითხოვენ.