ონლაინ გამოცემა Presa.ge-ის დამფუძნებელმა ფოთის პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ გათავისუფლების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
„ჩვენ ვასრულებდით ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას. მოვიდა, დაახლოებით, 15 პოლიციელი. წრე გააკეთეს და გვითხრეს, რომ ვითომ, მათ მე ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, არ დავემორჩილე. დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაციული კოდექსით დაკავება კი არ ჰქონდა გახარიას განზრახული ჩემთან დაკავშირებით. მას უნდოდა, რომ გავენეიტრალებინე. მოპარული ვყავდი პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში. რომ დამაკავეს, ფოთში კი არ წამომიყვანეს თავიდან, მატარეს ქუჩებში რამდენიმე საათი, მანქანა მიგვყვებოდა წინ, მერე იმ მანქანას მეორე მანქანა ჩაენაცვლა. მერე ტელეფონზე აქტიურად ურეკავდნენ, მიღებდნენ მანქანაში ვიდეოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.