მოქალაქეები GWP-სთან წყლის თოფებით მივიდნენ და აქცია გამართეს

,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერთან” საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები GWP-ის უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საბურთალოს რაიონში წყლის შეწყვეტას სახალისო ფორმით აპროტესტებენ. ისინი GWP-სთან მივიდნენ წყლის თოფებით, რომელშიც წყალი არ ესხა. 

,,უწყლობით გამწარებული ერი მივიჭრათ GWP-სთან წყლის პისტოლეტებით და უკან გამოვიჭრათ, რამეთუ პისტოლეტში ჩასასხმელი წყალი არ გვექნება”,- წერს აქციის ორგანიზატორი ,,ფეისბუქ” ღონისძიების აღწერაში.

მათი თქმით, საბურთალოს რაიონს წყლის პრობლემა 10 წელზე მეტია აქვს და წყალი პერმანენტულად წყდება.

ცნობისთვის, თბილისის მასშტაბით 10 რაიონიდან 8-ში მოქალაქეებს წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ. ჯამში კი წყალი 100-ზე მეტი ქუჩის მაცხოვრებელს არ მიეწოდება.