მოქალაქემ, რომელმაც “ლიბერთი ბანკი” გაძარცვა, ტერიტორია ყვითელი სამარშრუტო ტაქსით დატოვა – თვითმხილველი

თვითმხილველები ყვებიან, რომ პირმა, რომელმაც ნაძალადევის რაიონში “ლიბერთი ბანკი” გაძარცვა, ყვითელ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ძარცვაში ერთი პირი მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, იარაღის გასროლის ხმა არ გაუგიათ.

ნაძალადევის რაიონში, “ლიბერთი ბანკი” გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

წყარო – (ფოტო) ინტერპრესნიუსი