ცოტა ხნის წინ ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ გამოაცხადა განაჩენი, რომლითაც მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო 2016 წლის 21 ივლისს, ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ოფშკვითში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომლის დროსაც კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.
საქმეზე სასამართლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას). მას 2017 წლის ოქტომბერში აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. საბოლოოდ სასამართლომ მორაგბე მერაბ კვრიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლის განცხადებით, კვირიკაშვილს გაუუქმდება გირაო 15 ათასი ლარის ფარგლებში და ყადაღა მოეხსნება მის სახლს.
ასევე, მერაბ კვირიკაშვილს დაუბრუნდება ავტომანქანა „ბე-ემ-ვე“, რომელიც ამ ხნის მანძილზე საჯარიმო ავტოსადგომზე იყო გადაყვანილი.
განაჩენის გამოცხადებას მერაბ კვირიკაშვილი ესწრებოდა.