“მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, გარანტიას ვაძლევთ ცხვრებს რომ სიცოცხლეს ჩაქაფულში არ დაასრულებენ”- შოთა დიღმელაშვილი

აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი, ბოდიშს იხდის ცხვრებისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო. ამის შესახებ ის განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს.

‘მიუხედავად იმისა, რომ მანიფესტანტებმა ყველა ღონე იხმარეს, ცხვრები არ დასტრესილიყვნენ – კერძოდ არ დააფრთხეს სტვენით, ხმაურით, აბალახეს კიდეც, ეპყრობოდნენ პატივით და ესაუბრებოდნენ იმაზე თავაზიანად, ვიდრე ჩვენი მთავრობა იმსახურებს, შესაძლოა, უჩვეულო გარემოში აღმოჩენის გამო ზოგიერთმა მათგანმა მაინც ინერვიულა.

ამის გამო ბოდიშს ვიხდით. ცხვრებისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გადავწყვიტეთ, გარანტია მივცეთ მათ, რომ ჩაქაფულში არ დაასრულებენ სიცოცხლეს. ეს ცხვრები შევიძინეთ, რათა გავაჩუქოთ მზრუნველ მსურველებზე.

ვკითხეთ მათ, ასეთი კომპენსაცია რომელს გაწყობთო და თითოეულმა მათგანმა გვიპასუხებდა “მეეეეო”.

ახლა ზუკას სტრესზე ნერვიულობის ჯერია, რომელსაც მტერთან კოლაბორაციონისტმა დეპუტატმა სამჯერ დაარტყა, მან კი შეურაცხყოფა მოითმინა და ხელი არ შეუბრუნა.

ეს ყველაფერი მოხდა პოლიციის თვალწინ, რომელსაც ხულიგნობისთვის შესაფერისი კვალიფიკაცია უნდა მიეცა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახლა დამნაშავე სპორტის სასახლეში და ჩადენილით კმაყოფილების ეპიფანიაში ერთდროულად არის და კონტრაქციას ხოდავს.

ჰოდა კიდევ რამეზე ხო არ გვენერვიულა?”- წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.