,,საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება, არ შეიწყალოს დეკანოზი, ეფუძნება საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას.
პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალება საზოგადოების დაყოფას გამოიწვევდა. ,,დღეს ჩვენი დაყოფა-დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ 5 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის არ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე.