მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ივე შეხვედრაზე მთხოვეს გადამეცა “არ წავიდესო”- ნინო წილოსანმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც გიორგი გახარიას გადადგომა ბახმაროშიც მოითხოვეს და ფერისცვალების დღესასწაულზე პლაკატი “წადი” გამოაკრეს.
“ქართული ოცნების” დეპუტატი მიიჩნევს, რომ გახარიას გადადგომა “ერის სურვილს” არ გამოხატავს და გახარიას პლაკატი “უხილავმა სამმა ადამიანმა” გამოფინა.
საინტერესო რამეა საინფორმაციო სივრცე. ეს ნიუსი ამომიგდო ფბ და ეხლა გეტყვით სინამდვილეში როგორ არის:
1. ბახმარო “მრავალ მთიანი” კურორტია და ერთ- ერთ უხილავ გორაზე , უხილავმა სამმა ადამიანმა პაატარა ფარატინა პლაკატი რომ აიტანა და ზემოდან ნიუსი მიაყოლა ამით სურთ შექმნან სურათი თითქოს სრულიად ერის სურვილს ვაჟღერებთო
2. ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ნამდვილად და დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხალხი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი დავინახე მინელებულ რეჟიმში და როგორც კი ნახეს გურულებში შესაბამის მუხტს ვერ აწევდნენ ისევე მინელებულები მიიმალნენ.
3. გახარიასთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ივე შეხვედრაზე მთხოვეს გადამეცა “არ წავიდესო”
ჰოდა ამ პლაკატების გამოკვრას ხალხს რომ დაელაპარაკოთ არ ჯობია.. როგორ იგივე შეცდომებს უშვებთ , რამაც ესე გაგაუფასურათ”-დაწერა დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
წილოსანის სტატუსს ახალგაზრდების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ 20 ივნისის სისხლიანი ღამე შეახსენეს მას. დეპუტატი კომენტარებს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: “აღშფოთდა კასტა, აბა, თქვენ იცით, იმუშავეთ მთელი ღამე”