მოსახლეობის 38% ამბობს, რომ მათი ოჯახის ყველაზე დიდი ხარჯი წამლებია — NDI

NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 38 პროცენტი ამბობს, რომ ყოველთვიურად მათი ოჯახის ყველაზე დიდი ხარჯი წამლებია.

მოსახლეობის 76 პროცენტი კი აცხადებს, რომ  რომ ოჯახის ძირითადი დანახარჯი საკვებია, ხოლო 62 პროცენტი ამბობს, რომ  ყველაზე დიდი ხარჯი  კომუნალური გადასახადებია.

NDI-ს კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.