ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატს, კახა ოქრიაშვილს ჰგონია, რომ მოსახლების უმრავლესობამ არ იცის რა არის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნები.
“დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მერე გადაწყდება ეს საკითხი.
ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს,” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.