NDI: მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

{{ARTICLEIMAGE}}NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია – ეს პასუხი 51%-მა პირველ ადგილზე მიუთითა.

38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა;
37%-ის აზრით – ფასების ზრდა/ინფლაცია;
27%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობა;
25% – პენსიები;
18% – ხელფასები;
NDI მიუთითებს, რომ ეს 6 საკითხი 2009 წლის შემდეგ უცვლელია.

NDI-მ კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი 2.1%-ია.