{{ARTICLEIMAGE}}
“პარლამენტში იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიის განხილვა შევაჩერეთ გასული წლის დეკემბრის ბოლო თვეს და მხოლოდ ფორმალური საკითხი იყო რა პროცედურით მოხდებოდა ამ სიის მოხსნა დღის წესრიგიდან – ჩვენ, პარლამენტი ვუყრიდით კენჭს და ჩავაგდებდით ამ სიას, თუ თავად საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ასე რომ, ეს განცხადება ახლა მხოლოდ ფორმალობაა და არა სიახლე. ამ სიას მხარს რომ არ დავუჭერდით, ეს ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლო კვირას ვთქვით.
ჩემთვის შემაშფოთებელია ის შინაარსი, რაც იკითხება ამ განცხადებაში – ხოტბა დიდება საბჭოს მიმართ და გაკიცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც კრიტიკულად აფასებდა ამ პროცესს და შინაარსს. ეს განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა”.
განცხადება დღის ბოლოს ასევე გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ძალიან ნათელი და პრინციპულია – ყველას ჩართულობით უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა.
“სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა. რაც შეეხება მთავრობის ჩართულობას, ამაზე მე არაერთხელ გავაკეთე ძალიან პირდაპირი განცხადება. საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ “დალაგებას”. ასეთი რამე საქართველოში აღარ მოხდება. რა თქმა უნდა, სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია და საზოგადოებასთან ამის შესახებ ჩვენ ძალიან პირდაპირი დიალოგი გვაქვს”.
ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დანამდვილებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ “კლანსა” და ხელისუფლებას შორის რამე ტიპის გარიგება შედგა, თუმცა ამას მომავალი აჩვენებს. დოლიძე მიესალმება მოსამართლეობის კანდიდატების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას.
“მივესალმები, რომ ამ მოსამართლეებმა თვითონ ხმა ამოიღეს. ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინათ, ეს ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ კარგია, რომ დღეს დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გაიაზრეს ის, რომ ძალიან ძვირი დაჯდა ის ფორმა, რა ფორმითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს სია წარადგინა. გაიაზრეს, რომ ამ გზით კარიერული პერსპექტივა მათ მიღწეული არ ექნებათ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შესაძლოა იყოს ახალი გარიგების ნაწილი “კლანსა” და ხელისუფლებას შორის, რომლის მიხედვითაც ჩვენს წინაშე წარდგებიან არა კომპრომეტირებული ადამიანები, არამედ “კლანი” წარადგენს საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილ პირებს. ანუ შიგნით მიხეილ ჩინჩალაძე არ იქნება. ეს გარიგება არის, თუ არა, რა თქმა უნდა, ამას დღეს ვერ ვიტყვთ, ამას ვნახავთ მომავალში. მთავარია ეს განცხადება არ იყოს ახლახან მიღწეული ახალი გარიგების ნაწილი იმ მარცხის შედეგად, რომელიც “კლანმა” იწვნია”, განუცხადა ანა დოლიძემ “ინტერპრესნიუსს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დაგვიანებულს უწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამეტისადმი მიმართვას, არ განიხილოს მათი კანდიდატურები. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ათიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ისედაც განაცხადა, რომ მოსამართლეების კანდიდატურები პარლამენტის კენჭისყრაზე არ გავიდოდა.
“ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამდე რომ გაეკეთებინათ, როდესაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა იყო, უფრო ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა, ახლა კი უშედეგოა. ისინი დარწმუნდნენ, რომ მათი საკითხი ისედაც არ განიხილება და ვითომ თვითონ გადიან თამაშიდან, ვითომ თვითონ ამბობენ უარს””,თქვა ჯენაზაშვილმა რადიო თავისუფლებბის ცნობით.
10 მოსამართლის ერთობლივი გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს უკან დახევის სტრატეგიაა
“ამ გადაწყვეტილების მიზანი არის უკან დახევა დროებით, რომ შემდგომ, საბოლოოდ მაინც კლანმა მოახერხოს უზენაეს სასამართლოში თანამდებობის დაკავება, ამიტომ, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ბუნებრივია. ჩვენი ბრძოლა არის იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებობდეს ნათელი და ცხადი პროცედურები, რომლითაც შეირჩევა კანონით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატები,” ამბობს მშვენიერაძე ნეტგაზეთთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრული მობილიზების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა თავიდან აიცილონ სასამართლოში კლანური მმართველობა.
“ეს განცხადება არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის და ამ სიის მხარდამჭერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, რომ თავად დაწერონ განცხადებები და თავისი ინიციატივით დატოვონ სისტემა. მათ უნდა მისცენ საშუალება სასამართლოში კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, ემსახურონ მართლმსაჯულებას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ მურუსიძისნაირი მოსამართლეები არ მოსცილდებიან ჩვენ სასამართლოს”, – აღნიშნა გიგაურმა რადიო თავისუფლების ცნობით.
“არც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ სიას არსებული ფორმით პარლამენტი განიხილავდა, იმ შეხვედრის გათვალისწინებით, რაც ბოლოს შედგა პარლამენტის თავმჯდომარესა და საბჭოს მდივანს შორის. შედეგობრივად, ეს ბევრს არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა, ის გარკვეულწილად პროტესტისა და ბოლო დღეების მოვლენების შედეგია, რომელიც დაინახა სასამართლომ. თუმცა, ვფიქრობ ამის უკან დგას მათი სურვილი და მცდელობა, რომ ამ პროცესებში გარკვეული ტაქტიკური თუ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვონ და თავისი გადაწყვეტილებით აჩვენონ საზოგადოებას რომ აი, გადადგეს ეს ნაბიჯი, რაც მათი მხრიდან იყო მაქსიმუმი”, განუცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება ოპოზიცი
ას, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მთავრობა მოსამართლეთა ე.წ. შავი სიის დამტკიცებით სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა:ყველა ჯანსაღი ადამიანის პროტესტის შედეგად ვერ მოახერხა ხელისუფლებამ საახალწლო სპეცოპერაციის ჩატარება, რომ ყველანაირი კანონდარღვევით უბრალოდ ხელში ჩაეგდო მთლიანად სასამართლო, ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი მანიპულაციის საშუალება ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ და ჩვენ უნდა რეალურ პროცესში შევიდეთ, სადაც რეალურად მოხდება, ფორმალური კრიტერიუმებით კი არა, რომელსაც მათთვის სასურველ მოსამართლეებს მიუსადაგებენ, ამ სიაში იქნება თუ სხვა სიაში და მერე მოაბრუნებენ. არამედ რეალურად მოხდება აბსოლუტურად ფუნდამენტური შესწავლა ამ ადამიანების”.
“ეს არის პირველი გამარჯვება საზოგადოების და სწორედ საზოგადოების ზეწოლის შედეგად მოხდა ის, რომ ეს სია არ იქნება განხილული. რა თქმა უნდა, თვითინიციატივას აქ გამოვრიცხავთ, როგორც დაავალეს ამ სიის შედგენა, ასევე მიიღეს დავალება ზემოდან, რომ ამ ფორმით ყოფილიყო ამ ეტაპზე ეს პრობლემა მოგვარებული, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის მეორე ეტაპი, როგორ გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მომავალში,” განაცხადა “
ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.














