„რუსთავი 2-ის“ ყოფილმა დირექტორმა და მისმა ადვოკატმა, გვარამისათვის გირაოს შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრეს. სანქცია, რომელიც საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას დააკისრა, საზღვარგარეთ მოგზაურობაზე შეზღუდვებია.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ მოსამართლე კერატიშვილს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გირაოს შესახებ , უკანონოა.
„მოსამართლე კერატიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე არის უკანონო და ვითხოვთ ამ განჩინების გაუქმებას. არაერთი საფუძველი გვაქვს ამისთვის. მაგალითად, მოსამართლემ იმ ვარაუდის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მიუთითა საქმის მასალები, რომელიც სასამართლოს ფიზიკურად არ უნახავს, იმიტომ, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მოიტანა მხოლოდ 6 ტომი და დანარჩენი მასალები არ მოუტანია და სასამართლოს მოხსენიებული აქვს ის მასალები, რომელიც ფიზიკურად საქალაქო სასამართლოში არ მოხვედრილა
რუსთავი 2-მა” არათუ იზარალა, არამედ სარგებელი მიიღო ამ ხელშეკრულებით და ამ ტრანზაქციებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მოხვდა ჩვენს სააპელაციო საჩივარში, ზოგადად, ნიკა გვარამიას ედავებიან, რომ მან დაარღვია ფიდუციური მოვალეობები, ანუ ცუდი დირექტორი იყო, უკეთესად უნდა განეხორციელებინა ხელმძღვანელობა და მეტი ფული მოეტანა კომპანიაში. ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება შევაფასოთ ადამიანი ცუდი დირექტორია თუ კარგი დირექტორია, ბუნებრივია, ყველაზე ოპტიმალური არის გავაკეთოთ შედარება, ვის უნდა შევადაროთ, ბუნებრივია, ტელეკომპანია “იმედს,” რომელიც არის მისი მთავარი კონკურენტი. 2015 წელს, რაზეც ედავება პროკურატურა გვარამიას, რომ ის იყო ცუდი დირექტორი, “ტელე იმედმა” მიიღო 24 მილიონ 100 ათასი ლარი დააახლოებით, სარეკლამო გაყიდვებიდან, ხოლო რუსთავი 2-მა მიიღო 35 ნახევარი მილიონი ლარი, ანუ 11 ნახევარი მილიონი ლარით მეტი აქვს მიღებული “რუსთავი 2-ს.” ეს ბუნებრივია, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სწორედ ნიკა გვარამიას მიერ დადებული ხელშეკრულება, შერჩეული გაყიდვების სახლი და განხორციელებული ქმედებები, იყო ის საფუძველი, რამაც განაპირობა “რუსთავი 2-ის” ასეთი წარმატება და ამ წელს, ზოგადად, სარეკლამო ბაზარზე არსებული თანხების, 44,3 % შემოვიდა “რუსთავი 2-ში,” ხოლო მის უშუალო კონკურენტზე, ტელე იმედზე 47%-ით მეტი თანხა აქვს მიღებული “რუსთავი 2-ს” მაშინ, როდესაც რეიტინგებში ბუნებრივია, ამხელა სხვაობა არ არის,“ – განაცხადა საძაგლიშვილმა.