მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცნობილია. საკითხთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ საკვალიფიკაციო გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება.
ტესტური გამოცდა 8 ივნისს ჩატარდება, ხოლო წერითი – 15 ივნისს.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.