“მოსამართლის თქმით, ჩემი საქმე პრიორიტეტულია და ყოველ მეორე დღეს უნდა განიხილოს”- გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლემ მის საქმეზე პროცესები ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, არგუმენტით, რომ “ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია”. ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 11 თებერვალს პროცესის დარსრულების შემდეგ განაცხადა. 

“მოსამართლემ ახსნა, რომ ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია. ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს: ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტიანად ამიკრძალა ტელეკომპანია მთავარის დირექტორობა, ანუ ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია მე წინა დღით უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო. შესაბამისად, მე მთელი თებერვალი სამსახურში არ უნდა ვიარო. ეს გამორიცხულია. არჩევანს ვაკეტებ ტელეკომპანია მთავარის სასარგებლოდ. მე შემიძლია კვირაშ ერთი დღე დავუთმო პროცესს, მეტი მე არ მაქვს, მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება, მე არ ვაპირებ ცნობა მოვიტანო და ავად ვარ მიშველე ვიყვირო. ვივლი კვირაში ერთხელ და თუ უნდათ შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.