„მოსავალი დროულად უნდა იყოს დაბინავებული“, – პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კახეთში მიმდინარე რთველთან დაკავშირებით განაცხადა.
„ორ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ: პირველი – ეს გახლავთ კახეთში მიმდინარე რთველი და ლევან დავითაშვილი მოგვახსენებს ამაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომელიც დღეს კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული, ეს ლევან დავითაშვილმა ძალიან კარგად იცის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.