მოსკოვი თბილისთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მეტ გზას ეძებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ მოსკოვს თბილისთან კარგი ურთიერთობები სურს. რუსი დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთი კონსტრუქციული თანამშრომლობის მეტ გზას ეძებს.

“საქართველოსთან კარგი ურთიერთობები გვსურს. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ კონსტრუქციული თანამშრომლობის მეტი გზის ძიება“, თქვა სერგეი ლავროვმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

ცნობისათვის, საქართველოს და რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ და მათი ურთიერთობები შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ხორციელდება.

ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა.