წყვილს, რომლებიც 27 ივლისსა და 3 აგვისტოს რუსეთში, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, შეიძლება მშობლობის უფლება ჩამოერთვას.
როგორც გამოცემა Meduza წერს, წყვილისთვის შვილის ჩამორთმევას რუსეთის პროკურატურა ითხოვს.
მოსკოვის პროკურატურაში განმარტავენ, რომ მიტინგის დროს წყვილმა ბავშვი მესამე პირს გადასცა , რამაც ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, ასევე გახდა მისთვის ფიზიკური და მორალური ზიანის მიზეზი.
რუსეთში, ოპოზიციურ აქციებზე, სადაც სამართლიან არჩევნებს ითხოვდნენ გასულ კვირას 1 373 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, OVD-Info–მ გაავრცელა.
მოსკოვში 8 სექტემბერს დუმის არჩევნები გაიმართება. არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს რამდენიმე ოპოზიციონერ კანდიდატს. სწორედ ამას მოყვა მასშტაბური პროტესტი მოსკოვში. ოპოზიციის მხარდამჭერები კორუფციის წინააღმდეგ და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდნენ აქციაზე.