მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იური ლუჟკოვი ევროპაში გარდაიცვალა. ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არაა.