მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი OVD Info იუწყება.
პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ივან გოლუნოვის საქმის დახურვიდან მეორე დღეს რუსეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ, ჟურნალისტის საქმის მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ. რუსული მედიის თანახმად, დაკავებულებს შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი პრესსპიკერი არიან მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.
სპეცრაზმელებთან შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე აქტივისტი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ვებგვერდზე წერს, შაბათ გამართულ აქციაში 3 500 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციელების მიერ შედგენილ პროტოკოლში აქციაზე გამოსულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებდა.
დემონსტრაციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობა დაუშვას. ამ მოთხოვნით აქციების მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა, იმართება.