მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მწვავე რესპირატორული ვირუსის სიმპტომების მქონე პირები რუსეთის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვოიკოვსკის რაიონის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. ჩინეთის შვიდ მოქალაქეს მაღალი სიცხე ჰქონდა.
როგორც გამოცემაშია არნიშნული, ისინი 20-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, რომელიც მოსკოვში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.
ამჟამად შვიდივე პირი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსით უკვე 41 ადამიანია გარდაცვლილი, 1300-ზე მეტი კი, დაავადებულია.