მოსკოვში დაკავებულ ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება ივან გოლუნოვს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებს.ინტერნეტგამოცემა ”მედუზას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს და სცემეს. დაცვის მხარე მომხდარს გოლუნოვის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. 36 წლის კორესპონდენტი მოსკოვის პოლიტიკურ ელიტაში კორუფციულ სქემებს იძიებდა. სასამართლომ მისი აღკვეთი ღონისძიების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.
გოლუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართება სასამართლოს შენობასთანაც და პოლიციის განყოფილებასთანაც. მიტინგები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.