მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 23 ათასი ადამიანი გამოვიდა

მოსკოვში, აკადემიკოს სახაროვის მოედანზე პოლიტპატიმრების მხარდამჭერ სანქცირებულ აქციას რუსული მედიის ინფორმაციით, 23 ათასი ადამიანი ესწრება.

მოედანზე მოქალაქეებმა მისვლა ერთი საათით ადრე დაიწყეს. მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მედიის ცნობით აქციის დაწყებისას სახაროვის მოედანზე 3400 ადამიანი იმყოფებოდა.