ინციდენტი რუსთავის #5 საჯარო სკოლაში – არსებული ინფორმაციით, მე-6 კლასის მოსწავლემ პედაგოგი კიბებიდან დააგორა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად მასწავლებელი ტვინის შერყევით საავდმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გოგაძე ადასტურებს მომხდარ ინციდენტს და აღნიშნავს რომ მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა.
“მე ვარ სულ ახლახანს დანიშნული დირექტორი, სულ რაღაც 1 კვირაა გასული, აქამდე რა იყო ამაზე საუბარი არ შემიძლია, მე რაც დავინიშნე კონფლიქტი არ ყოფილა, ეს პირველი შემთხვევაა. მასწავლებელი ამბობს, რომ მას მოსწავლემ ხელი კრა მოსწავლე კი ფაქტს უარყოფს” – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის, მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.