საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების პირველი ნომერი ნანა ძაგნიძე ლოზანაში გამართულ მსოფლიოს გრან პრის მესამე ეტაპზე ჩემპიონი გახდა.
ნანა ძაგნიძემ ტიტული კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებს მიუძღვნა, მათ შორის გამოარჩია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
„ლოზანაში გამართული გრან პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში, და, განსაკუთრებით, ადამიანს ადამიანთა შორის, ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო. მათ მიაღწიეს წარმატებას და იმედია, ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ“. – განაცხადა ნანა ძაგნიძე.