“მოულოდნელად ისეთი რაღაც თქვა, რაც არ ვიცოდი შენიშვნას მივცემ”-ლაურა ღაჭავა ჟურნალისტებთან „ლილო სითის” დირექტორის ზვიად ქირიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დივერსიას არ გამორიცხავდა.ღაჭავას მის მოსაზრებებს არ ეთანხმება.
„ძალიან შემზარავია ის, რაც ვნახეთ. გვითხრეს, 10:00 საათიდან მოვლენ საგამოძიებო კრიმინალური განყოფილების წარმომადგენლები და ველოდები, ჯერ არ მოსულან. წინასწარ სხვას ვერაფერს გეტყვით, შიგნით არ მიშვებენ, რომ დავათვალიერო. აქედან გამომდინარე, ძნელია გითხრათ, რა მოხდა. არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. აქედან ფეხს არ გავადგამ, სანამ ყველა დეტალს ნახავენ, მეც მათ გვერდზე ვიდგები. ზვიად ქირიამ რაც ბრძანა, ის არის არენდატორი, ჩინელების ბაზრობის დირექტორი. არ ვეთანხმები ზვიად ქირიას, ძალიან მოულოდნელად თქვა, ისეთი რაღაცები, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი. ზვიად ქირიას კიდევ ცალკე აქვს ბიზნესი, რომლის გამოც თავის პარტნიორებთან აქვს უსიამოვნება. წუხელ აქ ეს არ იყო სათქმელი, როცა ცეცხლი მეკიდა. როცა მოვა, შენიშვნას მივცემ. ასე აურია და ვერაფერი გავიგე. როგორ შეიძლება ასეთი რამ. რასაკვირველია, ჩემმა თანამშრომლება ეს ყველაფერი ამას მიაბეს. არ ესიამოვნათ, რომ შუაღამეს მოვიდნენ. მე აქ არ ვიყავი. მე და ჩემი შვილი ავსტრიაში ვიყავით წასულები, ჩემმა ბიჭმა ოპერაცია გაიკეთა. დამირეკეს, რომ ფინანსური პოლიცია შემოვიდაო და ყველა ბუღალტრის საბუთები წაიღესო. ამ ყველაფერს ვერაფერს ვუკავშირებ. წერილს ვწერთ ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას, ომბუდსმენს, პრემიერ-მინისტრს. ვეხვეწებით, რატომ მოხდა ასე, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. დაყადაღებული მაქვს ანგარიში და ვეხვეწებით, რომ დროებით მოიხსნას ეს ყველაფერი. ანუ ქონება იყოს დაყადაღებული, მაგრამ თანამშრომლები არ დამრჩეს უხელფასოდ. ეს მაწუხებს. მიუხედავად ამისა, სამკერვალო ფაბრიკა მაქვს და გაჩერებულია. 250 მკერავი სახლში ზის. არაფერი ეჭვი არ მაქვს. ალბათ, არის ფირმები, ვისაც ზედმეტობა აქვს და ამის შემოწმება მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა და ამ შემოწმებაში ჩვენც მოვყევით”,- განაცხადა ღაჭავამ.
„ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ განაცხადა, რომ ლაურა ღაჭავაზე ზეწოლა ხდებოდა.
„მე დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ „ლილო სითის“ მეპატრონეზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა და ყველაფერს კადრულობენ. ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, რომელზეც არის ენით აღუწერელი ზეწოლა,“ – განაცხადა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ.