მოვუწოდებ ივანიშვილს, გადააკეთოს თავისი სასტუმრო ,,პარაგრაფი” ემიგრანტების საკარანტინო ცენტრად- სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მოუწოდებს, თავისი სასტუმრო ,,პარაგრაფი” ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ზონად გადააკეთოს.

მისი თქმით, მან თავისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი კარანტინისთვის გადასცა.

,,მე ჩემი ერთადერთი სახლი რომელიც მაქვს საქართველოში გადავეცი ემიგრანტებისთვის, კარანტინისთვის ისევე როგოც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი.

მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს ის რაც გააკეთა ესპანეთში მთავრობამ – სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ.

გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ”,- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განმარტებით, მანამდე, სანამ ემიგრანტებს სამშობლოში დააბრუნებენ, უნდა შექმნან საკარანტინო ზონები, რასაც დრო სჭირდება.