„ბოდიში უნდა მოიხადონ ძალიან მკაფიო, მხოლოდ ამის შემდეგ დავიშლებით,“ – ეს განცხადება, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გააკეთა.
ქაცარავა რუსეთის დუმის დეპუტატების სასტუმრო რედისონიდან შეუმჩნევლად გაყვანის მცდელობას ეხმაურება, რაშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი პირადად იყო ჩართული.
ქაცარავა აკრიტიკებს სამართალდამცავების ქმედებას, რადგან რუსი დეპუტატების დაცვის მიზნით აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
„თქვენ ხელით შეეხეთ ქართველ მშვიდობიან ახალგაზრდებს. სირცხვილი პოლიციელებო! იცით, როგორ პატივს გცემდნენ თქვენ. იცით, როგორ მიყვარხართ, მაგრამ დღეს ეს იყო სამარცხვინო საქციელი. დღეს, პოლონეთში, საქართველოს ელჩი გადადგა, გადადგა ამის გამო, რომ აი, აქ, რუსი ოკუპანტი იჯდა, თუ არ დასტურდება, სირცხვილი, გააკეთოს, მოვუწოდებ,“ – განაცხადა ქაცარავამ.
დავით ქაცარავა მოითხოვს, რომ იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოსვლა უზრუნველყვეს.
„მოვითხოვ, სასწრაფო რეჟიმში გაათრიერთ გავრილოვი საქართველოდან. სასწრაფოდ, არავითარი ასამბლეის დასრულებამდე პროგრამა. მეორე, ის დეპუტატები, რომლებმაც უზრუნველყვეს ქართველი ერის თავზე და…მა იმით, რომ მოგვიყვანეს აქ და დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტში, ბოდიში უნდა მოიხადონ,“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.