“მოვითხოვთ კუთვნილ სტიპენდიებს”- სტუდენტები 17:00 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბებიან და განათლების სამინისტროსკენ დაიძვრებიან,სადაც აქციას გამართავენ. თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სამინისტროსგან კუთვნილი თანხის მიღებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორის თქმით, დაახლოებით 2 ათასი სტუდენტი სტიპენდიის მიღებას უკვე რამდენიმე თვეა ელოდება.
„სამინისტრო გვეუბნება რომ არ იციან როდის გაიცემა ბრძანება. დაახლოებით 2 ათასი სტუდენტი ელოდება სტიპენდიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ ვაპროტესტებთ ამ გულგრილობას და მოვითხოვთ კუთვნილ სტიპენდიას, განათლების სამინისტროსგან მივიღეთ პასუხი რომ არ იციან როდის იქნება სტიპენდიები“-აცხადებს აქციის ორგანიზატორი და ილიაუნის სტუდენტი ბადრი ოკუჯავა.
სტუდენტების განცხადებით, განათლების სამინისტრო მათთან კომუნიკაციას არ აწარმოებს, ამიტომ აქციის საშუალებით ისინი ეცდებიან აიძულონ სამინისტრო, შესრულდეს სტუდენტების წინაშე აღებული ვალდებულება.