“მოვლენებს წინ არ გავუსწროთ” – პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადაყენების შესახებ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
“გუნდის განახლება და ახალი სისხლის შემოდინება არის ჩვენი პრიორიტეტი, დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობთ.
ჯერ კიდევ ფინანსთან მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ფაქტობრივად, ყოველ კვირა ვგებულობდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციას და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია – ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი ჩემ სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასე რომ, მე მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხია,“-განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.