საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
“„ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებისას. ის უკანონო პატიმრობაში რჩება და წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დაჟინებით მოითხოვონ საოკუპაციო რეჟიმისგან ექიმი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს ბახტაძე.
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.