“მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე”- სალომე ზურაბიშვილი

მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა გამოსავალი უნდა მონახოს.

„მინდა მოვუწოდო ყველას: პარლამენტში – იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას. და, რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.