მაშველებმა ფოთში 20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
მოზარდი ფოთში მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან 29 იანვარს გადავარდა. მას შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში 30-მდე მაშველი იყო ჩართული, მათ შორის, მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონებიდან.
სამძებრო– სამაშველო ღონისძიებები თითქმის სამი კვირის განმავლობაში როგორც მდინარეში, ისე ზღვაში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.
ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.














