მოზარდს, რომელმაც სავარაუდოდ პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა ოპერაცია ჩაუტარდა

15 წლის მოზარდს, რომელმაც სავარაუდოდ პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა , გუშინ გვიან ღამით, ოპერაცია ჩაუტარდა.

დაშავებულის ძმის თქმით, ექიმებმა ოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თავის ტვინში შეშუპების პროცესი დაიწყო.

„ჩაუტარდა ოპერაცია იმის გამო, რომ თავის ტვინმა დაიწყო შეშუპება, გახსნეს თავის ქალის ორივე მხარე იმისთვის, რომ დეკომპერესია მოეხდინათ, ანუ ადგილი მიეცათ ტვინისთვის, რომ გაფართოებულიყო, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, იმაზე მძიმე დახვდათ მდგომარეობა, ვიდრე ეგონათ. ისინიც მოლოდინში არიან, დრო სჭირდება. უგრძელებენ მედიკამენტურ მკურნალობას, ექიმები ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. იმყოფება მართვით სუნთქვაზე” – აღნიშნა დაშავებულის ძმამ.

მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. შეგახსენებთ, რომ “მწვანე სკოლის” მოსწვალემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.