მოზარდი, რომელიც პოლიციის ზეწოლის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადახტა და თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა.
ოპერაციის შემდეგ 15 წლის ბიჭს ტვინის შეშუპება დაეწყო და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.
ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.