3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლოს დასრულების შემდეგ თამარ საძაგლიშვილის დედამ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა,რომ მის შვილს ფსიქიური პრობლემები აქვს და ფსიქიატრიულში მკურნალობდა.
“ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და ეს რა თქმა უნდა, დადასტურდება და ამაზე მერე იმსჯელებენ. ის იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა.. აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ მკურნალობდა”,- განაცხადა ბრალდებულის დედამ.
გადაწყვეტილება მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
მისი განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა მან ახალი დანაშაული ისევ ჩაიდინოს.