მშობიარობის შემდგომი გართულებით ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა. კოლეგის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას „მედიაცეტრი მთავარი“ ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა გოგონამ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, მშობიარობის შემდგომი გართულებები გახდა.

“ჩვენს საყვარელ ნინის, გული ერთ-ერთ სამშობიარო სახლში გაუჩერდა. ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, დღეს, დილით სიცოცხლე შეწყვიტა. მას მშობიარობის შემდგომი გართულებებით გული გაუჩერდა. ნინიმ ბარბარე 21 მაისს გააჩინა და მას შემდეგ სიცოცხლეს ებრძოდა. შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთ სამშობიარო სახლში მოხდა. მშობიარობის შემდეგ გართულებული მდგომარეობის გამო, ნინი ჯაფარიძე კლინიკაში რჩებოდა. “მედიაცენტრი მთავარი” სამშობიარო სახლისგან, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, ელოდება დამატებით ინფორმაციას. ნინი, ჩვენი ყველას საყვარელი გოგო დღეს დილით წავიდა ამ ქვეყნიდან, მისი ახალი სიცოცხლე კი მის ნაცვლად გააგრძელებს სიცოცხლეს. პატარა ბარბარეს, ყველასთვის საყვარელი ნინი ზეციური სასუფევლიდან ყოველთვის დაიფარავს”, – წერს  მედიაცენტრ მთავარის” დამფუძნებელი, ეკა გულუა.