“მშობლებმა გადაღების შინაარსი იცოდნენ, დასტურდება ანაზღაურების მიღებაც”- პროკურორი პორნოგრაფიის საქმეზე

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის პროკურორი, მარიამ გოგორელიანი აცხადებს, რომ როგორც მშობლებმა, ისე მასწავლებელმა ფოტოსესიის შინაარსის შესახებ იცოდნენ და მათ ამაში ანაზღაურებაც აიღეს.

“ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც იღებდნენ ფოტოებს. არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული. აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე, აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები”, — აცხადებს პროკურორი.

5 დეკემბერს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და მასწავლებელი დააკავეს. სულ დაკავებულია 11 პირი.

“მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით”, — განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების დაკავებული მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევის პროცესში. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების დაკავებული მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევის პროცესში.