“მშობლებმა გამყიდეს..პურს და მარილს ვჭამდი ხოლმე”-“მასტერშეფის” ულამაზესი მონაწილე სულისშემძვრელი ისტორიით (ვიდეო)

“მასტრეშეფში” განსხვავებული  გარეგნობის გოგონა გამოჩნდა, რომელმაც მთელი საქართველოს ყურადღება მიიქცია. 

29 წლის მარტა ბარამიძის ვიდეო ყველაზე პოპულარული და განხილვადი გახდა.

შოუს მონაწილე თავისი ცხოვრების უმძიმეს ისტორიას იხსენებს, რომელიც ბევრისთვის მოტივაცია გახდება.  ის ჰყვება, რომ მისმა მშობლებმა გაყიდეს და მან მძიმე ბავშვობა გამოიარა.

„როდესაც დავიბადე მიმყიდეს ერთ ქალს, ვისთანაც გავატარე ბავშვობის წლები. გარემო სადაც ვიზრდებოდი ძალიან მძიმე და რთულად ასატანი იყო. თავს ვგრძნობდი საგნად, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ემოცია. 7 წლის ვიყავი, როცა ფიზიკურად შემეხო გამზრდელის მეორე ქმარი. დავისახე მიზანი, რომ მე უნდა გავქცეულიყავი, და იმ გარემოსგან თავი დამეღწია. იყო პერიოდები რომ შიმშილისგან გონს ვკარგავდი და მერე კვირეების განმავლობაში პურს და მარილს ვჭამდი“, – ამბობს მარტა.