მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მე15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები, რომლებმაც ამანათის გადაცემა მოითხოვეს ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) მუხლებით.