ნიუ-იორკის ცენტრში ვერტმფრენი ცათამბჯენის სახურავს დაეჯახა. შემთხვევა მანჰეტენზე, ტაიმს სკვერთან ახლოს, მეშვიდე ავენიუზე მოხდა.
54-სართულიანი შენობის სახურავზე შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი პილოტი გარდაიცვალა. სხვა დაშავებულების შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ამერიკული მედიის ცნობით, შენობაში მყოფმა ადამიანებმა შეჯახების შედეგად ძლიერი რყევა იგრძნეს. ადგილიდან მალევე ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ტერაქტის ვერსია ამ ეტაპზე არ განიხილება,გუბერნატორის თქმით, არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა.